სასწავლო პროექტი


სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
გულთამზე ბანძალაძე
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ტვიშის საჯარო
სოფელი
ტვიში
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
წმინდანთა ნაკვალევზე
თემის შინაარსი
მოსწავლეები  ეძიებენ საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცების გზებს, მსჯელობენ საქართველოში მოღვაწე ასურელი წმინდა მამების შესახებ,ეძიებენ ინფორმაციას 13-ვე ასურელ მამაზე,აგრეთვე იმ ეკლესია-მონასტრებზე,რომლებიც მათ დაარსეს.ადგენენ  ელექტრონულ კატალოგს ,,საქართველოს კუთხეების ისტორიული ღირშესანიშნაობები’’.რუკის/ატლასის დახმარებით ეცნობიან მათ მიერ განვლილ გზას სირიიდან საქართველომდე.პროექტის დახმარებით წარმოადგენენ გაზეთისა და ბროშურის შაბლონებს,გამართავენ პრეზენტაციას ,,ასურელი მამები’’.პროექტი ხორციელდება ისტ-ის კურსთან ინტეგრირებულად.
საგანი
ჩვენი საქართველო, ისტ-ი
დონე/კლასი  
1-5
განხორციელების დროის ჩარჩო    
6  45წთ-იანი გაკვეთილი, 1 კვირა
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
საზ.მეც.V-Vl.1.მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება.
  • იყენებს პოლიტიკურ რუკას/ატლასს და ამოიცნობს საქართველოს მხარეებს და სამხარეო ცენტრებს.
საზ.მეც.V-VI.2.მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალება.
  • ახდენს სხვადასხვა საშუალებებიდან მოპოვებული ინფორმაციის კლასიფიცირებას.
  • ერთი ტიპის საშუალებით მოცემულ ინფორმაციას აჯგუფებს ერთი ან ორი ნიშნის მიხედვით.
  • ისტორიულ ან გეოგრაფიულ ინფორმაციას წარმოადგენს სხვადასხვა საშუალებებით.
საზ.მეც.V-VI.21.მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს კულტურის სხვადასხვა კომპონენტები და განიხილოს მათი ურთიერთკავშირი.
·         ახასიათებს ქართული კულტურის რომელიმე დარგს.
ის ტექნ.V.1. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
  • გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას,მათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას.
  • აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის(მაგალითად:ტექსტური რედაქტორი,გრაფიკული რედაქტორი,ელექტრონული ცხრილი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ(მაგ.:მონიშვნა,კოპირება,ჩასმა,ფორმატირება)

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
  • იყენებენ პოლიტიკურ რუკას/ატლასს და ამოიცნობენ საქართველოს მხარეებს
  • ახდენენ სხვადასხვა საშუალებებიდან მოპოვებული ინფორმაციის კლასიფიცირებას.
  • ერთი ტიპის საშუალებით მოცემულ ინფორმაციას აჯგუფებენ ერთი ან ორი ნიშნის მიხედვით.
  • ისტორიულ ან გეოგრაფიულ ინფორმაციას წარმოადგენენ სხვადასხვა საშუალებებით.
  • ახასიათებენ ქართული კულტურის ისტორიულ ღირშესანიშნაობებს.
  • ახდენენ ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენებას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  • რამ შეუწყო ხელი ქრისტიანობის განმტკიცებას ?
თემატური კითხვები
  • რატომ მოვიდნენ ,,ასურელი მამები’’ საქართველოში?
  • რა წვლილი მიუძღვის ,,ასურელ მამებს’’სამონასტრო ცხოვრების განვითარებაში?
  • ვინ არიან ,,წმინდა მამები’’?
  • რომელი მონასტრები დაარსეს მათ?

შინაარსობრივი კითხვები




შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ









·         შეკითხვე
ბის დასმა



·         დისკუსია

·         მოსწავლ
ეთა
საჭიროების
დადგენა



·         ა.კ.რ.

·         ჯგუფზე
დაკვირვება
·         ინფორმაციის
შეკრება,დაჯგუ
ფება
·         მინიშნებები
·         ესეები
·         სლაიდები
·         ელექტრო
ნული
ცხრილი


შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

შეკითხვების დასმით საშუალება მეძლევა განვსაზღვრო მოსწავლეების წინარე ცოდნა.დისკუსია დაეხმარება მოსწავლეებს მცდარი შეხედულებების წინასწარ დადგენაში.ა.კ.რ. ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინფორმაციის შეკრებისა და დაჯგუფების, თემის გააზრების,დასკვნების გაკეთების,შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.პროექტის განმავლობაში განვახორციელებ ასევე არაფორმალურ დაკვირვებებს.

სხვა საკითხები

საბაზისო უნარ-ჩვევები

მოსწავლეებს აქვთ ბიბლიოთეკაში და ტექსტზე მუშაობის,წერია და კითხვის,რუკებზე მუშაობის,ასევე ინტერნეტ სივრცეში არსებული რესურსების მოძიების,გამოყენებისა და ფაილებზე მუშაობის უნარ-ჩვევები

სასწავლო პროცედურები

    შევკრიბე მოსწავლეები საკლასო ოთახში და საბაზო ცოდნის შემოწმებისა და გამოყენების მიზნით დავუსვი კითხვები,თუ რა იციან მათ ქრისტიანული რელიგიისა და ზოგადად წმინდანთა ცხოვრებაზე.ასევე გავმართე მსჯელობა იმ საკითხებზე,რაც იციან ბავშვებმა ასურლი მამების შესახებ.ამის შემდეგ გავაცანი მათ პროექტის იდეა.                                                           პროექტზე მუშაობისთვის კლასის სრული შემადგენლობა დაიყოფა ჯგუფებად,დაყოფა მოხდება შემდეგი მეთოდით: კლასის 15 მოსწავლე გაიყოფა ოთხ ჯგუფად,ფერად ქაღალდებზე დაწერილი ნომრები I,II,III, ჩაიყრება ყუთში.მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით იღებენ ქაღალდებს ყუთიდან,ხმამაღლა კითხულობენ თავიანთ ჯგუფის ნომერს და არკვევენ ვინ რომელ ჯგუფში მოხვდა.თითოეული ჯგუფი დაკომპლექტდება 5-5 მოსწავლით.
    ჯგუფებში დავალებები განაწილდება ჩემს მიერ მიცემული მითითების საფუძველზე.
    მოსწავლეები იწყებენ კვლევას ქრისტიანობის განმტკიცების ხელშემწყობო ფაქტორების შესახებ.
    I ჯგუფის მოსწავლეები ინტერნეტისა და ლიტერატურული მასალის დახმარებით მოიძებნიან ინფორმაციას იმ 13-ვე ასურელ მამაზე,რომლებიც სირიიდან მოვიდნენ საქართველოში,მოახდენენ ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციის გადმოწერას და შენახვას მათთვის განკუთვნილ წინასწარ გამზადებულ Word-ის საქაღალდეებში.მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით გამოიკვლევენ საქართველოში მათი მოსვლის მიზეზს.
   II ჯგუფის მოსწავლეები ინტერნეტისა და ლიტერატურული მასალის დახმარებით მოიძებნიან ინფორმაციას,, ასურელ მამათა’’ მიერ დაარსებულ მონასტრებზე.მოძიებულ მასალას განათავსებენ ფაილებში.მოსწავლეები გამოიკვლევენ,გარდა საეკლესიო ღვთისმსახურებისა სხვა რა დატვირთვა ჰქონდა მონასტრებს გასულ საუკუნეებში და რა შეიცვალა ამ მხრივ დღეს.
   III ჯგუფის მოსწავლეები იმუშავებენ რუკასა და ატლასზე,გაეცნობიან ,,ასურელ მამათა’’ მიერ განვლილ გზას სირიიდან საქართველომდე,მოიძებნიან და ჩაინიშნავენ საქართველოს იმ კუთხეებს,სადაც მოღვაწეობდნენ ასურელი მამები და დაარსეს მონასტრები.
  სამივე ჯგუფის მუშაობის პროცესში გამოიკვეთება კლასის ლიდერი,რომელიც თავის დავალების შესრულებასთან ერთად აკონტროლებს ჯგუფების ორგანიზებულ მუშაობას.
  პროექტის დასასრულს ყველა ჯგუფი ერთ ცხრილში,რომლის გაკეთებაც Exel-ში დაევალება მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეს,აერთიანებენ დამუშავებულ მასალას და ქმნიან ,,საქართველოს ღირშესანიშნაობების ელექტრონულ კატალოგს’’.
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები ინდივიდუალურად იმუშავებენ გაზეთისა და ბროშურის შაბლონებზე,წარადგენენ კლასის წინაშე და დაურიგებენ მშობლებსა და დაინტერესებულ პირებს.
დავალების შესასრულებლად მიეცემათ ერთი კვირა.
მიცემული დროის გასვლის შემდეგ პროექტის დასასრულს ჯგუფები კვლავ შეიკრიბებიან სკოლაში,მოპოვებული ინფორმაციით და შეგროვილი მასალით მოახდენენ პრეზენტაციას მასწავლებლების,მოსწავლეების და დაინტერესებული საზოგადოების წინაშე.პრეზენტაციას წარადგენს კლასისსის ლიდერი.                                                                                                                                                                                       









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს გადავანაწილებ ჯგუფებში,მათ მიეცემათ საშუალება ჩაერთონ დისკუსიაში,დაწერონ ესე.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის  გამოვიყენებ მშობლიურ ენაზე შექმნილ რამდენიმე შაბლონს. მაგალითად, საშუალებას მივცემ  მშობლიურ ენაზე შეავსონ სამუშაო ფურცლები ტაძრების შესახებ.  პროექტში გარკვეული ნაწილი მათთვის სასურველ ენაზე შეასრულონ

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან გამოვიყენებ სხვა მიდგომებს:მივცემ ისეთ დავალებებს,რომელზეც დამოუკიდებლად მოუწევთ მუშაობა,გარდა ამისა ისინი კონტროლს გაუწევენ სხვა მოსწავლეების მიერ შესრულებულ სამუშაოს,გაანალიზებენ მიღებულ ინფორმაციას და მოამზადებენ პროექტს პრეზენტაციისთვის.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
   Exel-ის პროგრამა    

ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.


Комментариев нет:

Отправить комментарий